top_leaderboard
left_sabechdi

დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, განათლების დეპარტამენტის დახურვას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, განათლების დეპარტამენტის დახურვას გეგმავს.

ვაშინგტონში, „რწმენის და თავისუფლების კოალიციის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ყველაფერს დაუბრუნებს აშშ-ის შტატებს, სადაც მათ შეეძლებათ, განათლების ინდივიდუალიზაცია და ბავშვების სიყვარულით საქმიანობა.

დონალდ ტრამპი შეეხო აბორტის საკითხსაც და თქვა, რომ აბორტის შეზღუდვა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს ინდივიდუალური შტატის საფუძველზე.

ტრამპმა ქრისტიანებს არჩევებზე ხმის მიცემისკენ მოუწოდა.

ასევე იხილეთ