left_sabechdi

კრიშტიანუ რონალდუ: პირველი ადგილი გარანტირებული გვაქვს, ვამაყობ ამ გუნდით

პორტუგალიელთა წარმატებას გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„პირველი ადგილი გარანტირებული გვაქვს, ვამაყობ ამ გუნდით, ჩვენ პორტუგალიის ნაკრები ვართ“, – წერს რონალდუ

პორტუგალიის ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში თურქეთი 3:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. მანამდე, პირველ ტურში პორტუგალიამ ჩეხეთს 2:1 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 ქულა აქვს და ჯგუფურ ეტაპს პირველ ადგილზე დაასრულებს.

F ჯგუფის მესამე ტურის მატჩს პორტუგალია საქართველოსთან 26 ივნისს ჩაატარებს. ჩვენს გუნდს ერთი ქულა აქვს და პლეი ოფში გასვლის შანსი ჯერ კიდევ რჩება, ამისთვის ნაკრებმა ქულები უნდა მოიპოვოს.

ასევე იხილეთ