top_leaderboard
left_sabechdi

მეუფე იაკობი: ჩვენ ვართ ღირსეული ერი, ღირსებით ვივლით კიდეც

სულთმოფენობის დღესთან დაკავშირებით ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა საზეიმო წირვა აღავლინა. ბოდბეში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში შეკრებილებს მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ერს ისე ნუ უყურებთ, თითქოს პაპუასები ვიყოთ. ჩვენ ვართ ღირსეული ერი, ღირსებით ვივლით კიდეც. თუ გინდათ ურთიერთობა ვინმეს, გქონდეთ ისეთებთან ურთიერთობა, როგორებიც ვართ. თუ არა, ნუ გვაძალებთ გავხდეთ ისეთები, როგორებიც თქვენ ხართ. თქვენ იყავით ისეთები, როგორც მოგწონთ და ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთები, ღმერთს რომ მოეწონება.

ევროკავშირში გაწევრიანება შანტაჟად გვიქციეს უკვე. სხვა არაფერი აღარ არის. ხომ უნდა მიხაროდეს სადღაც რომ შევდივარ? იმაში დაგვეხმარეთ, ეკონომიკა გავაძლიეროთ, რომ როდესაც მზად ვიქნებით, ძლიერი ეკონომიკით შევიდეთ.

ჩვენთან, ერში, ნუ აკეთებენ გარეთ რომ გარბიან და ვიღაცამ მხარი დაუჭიროს. ახლანდელი პრეზიდენტი იქნება თუ წინა პრეზიდენტები, იმათი აზრები თუ უშველით, გამყიდველი ადამიანების, ვნახოთ. ქართველები მებრძოლი ერი ვართ, ქრისტეს მებრძოლები ვართ და ისეთს, ჩვენს ქვეყანას არავის დავუთმობთ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ასევე იხილეთ