left_sabechdi

სევასტოპოლში სარაკეტო იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

დროებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, უკრაინული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე 3 ადამიანი, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.

„3 დაღუპული, მათგან ორი ბავშვი და 100-ზე მეტი დაშავებული“, – აცხადებს ე.წ. გუბერნატორი.

ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა ინფორმაცია საჰაერო იერიშის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ „ქალაქ სევასტოპოლზე შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ATACMS-ით მოხდა იერიში, რომელიც აღჭურვილია კასეტური ქობინებით“.

მათივე მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა ოთხი რაკეტა ჩამოაგდეს.

ასევე იხილეთ