რატი ბრეგაძე: მახსოვს, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და ამიტომ განსაკუთრებული მადლობა ჩვენი გულების გამხარებლებს
„მახსოვს, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და ამიტომ განსაკუთრებული მადლობა ჩვენი გულების გამხარებლებს”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე წერს:
„1. მე-3 თამაშის წინ ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი;
2. ქართველი მეკარე თამაშის საუკეთესო მოთამაშე და რეალურად ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ყველაზე მეტი მოგერიებით;
3. მიქაუტაძე ბომბარდირთა სიის სათავეში;
4. კვარაცხელია დრიბლინგების სიის ლიდერი;
5. თავდადებული, ლამაზი და თანასწორი თამაში ნებისმიერ მეტოქესთან;
6. მრავალი ათასი ქართველი, რომელიც საკუთარი გუნდით ამაყობს;
7. ქართული დროშებით სავსე გერმანიის ქუჩები.
მადლობა ბიჭებს!
ყველაფერი წინაა 🇬🇪
P.s მახსოვს, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა ჩვენი გულების გამხარებლებს”, – წერს რატი ბრეგაძე.