უეფა-მ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ორი ტურის დასრულების შემდეგ ფეხბურთელების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
დრიბლინგების მცდელობის კომპონენტში ტურნირზე თანალიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის დრიბლინგით ჩამოშორება ჩემპიონატის განმავლობაში 14-ჯერ სცადა.
14-14 მცდელობა ჰქონდათ ბელგიელ ჟერემი დოკუსა და გერმანელ ჯამალ მუსიალას. მათ შემდეგ შვეიცარიელი ნდოი მოდის 13 მცდელობით.
შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა (1:1), მანამდე ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 26 ივნისს პორტუგალიასთან გამართავს.