top_leaderboard
left_sabechdi

ისრაელში დასავლეთ ნილოსის ვირუსი 21 ადამიანს დაუდგინდა – ორი გარდაიცვალა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 ადამიანს დასავლეთ ნილოსის ვირუსი (დნვ) დაუდგინა, ხოლო 2 გარდაიცვალა. ამის შესახებ The Jerusalem Post-ი იუწყება.

ისრაელის მედიის ინფორმაციიდან, 21 ინფიცირებულიდან 17 ჰოსპიტალიზებულია ნევროლოგიური სიმპტომებით. 3 პაციენტი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ინფორმაციისთვის, დასავლეთ ნილოსის ვირუსი ვირუსული დაავადებაა, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის.

ინფექციისთვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული სეზონურობა – აფეთქება ზაფხულის მიწურულს და შემოდგომაზე ხდება. ზოგიერთ პაციენტს ტემპერატურის მომატებამდე აღენიშნება საერთო სისუსტე, უმადობა, დაღლილობის შეგრძნება, ოფლიანობა, თავის, კუნთების, სახსრების, ზურგის მიდამოს ტკივილი. დიაგნოსტიკა გართულებულია. ხშირად შეიმჩნევა პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება. მოგვიანებით ვითარდება მენინგიტის ნიშნებიც. დასავლეთ ნილოსის ცხელების დროს ლეტალობა 4-5%-ს აღწევს.

ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა 80%-ში დაავადება ყოველგვარი სიმპტომური გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა 20%-ში ვითარდება გრიპისმაგვარი კლინიკით საკმაოდ მძიმედ მიმდინარე ცხელება. ბავშვებში გამოჯანმრთელების პროცესი უფრო ხამნმოკლეა ვიდრე მოზრდილებში, თუმცა შესაძლოა ხანგრძლივად დარჩეს კუნთების ტკივილი და გადაღლილობის შეგრძნება.

მძიმე გართულებები როგორიცაა მენიგიტი, ენცეფალიტი და სხვა აღენიშნება დაავადებულთა 1%-ზე ნაკლებს, ხოლო იმ დაავადებულებში, რომელთაც განუვითარდათ გართულებები ლეტალობა 4-14% აღწევს.

დასავლეთ ნილოსის გამომწვევის ძირითადი გადამტანებია Culex pipens (სარდაფის კოღო) და Culex mimeticus. Culex pipens-ის კოღოები ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში და წარმოადგენენ ადამიანის, შინაური ცხოველებისა და ფრინველების ექტოპარაზიტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ სახეობის კოღოები ვითარდებიან როგორც ღია, ისე დახურულ (სარდაფის) წყალსატევებში, რაც განაპირობებს მათ მაღალ რიცხოვნობას და მჭიდრო კონტაქტს ადამიანებთან ქალაქებში, რაიონულ ცენტრებში, დაბებსა და კურორტებზე.

ასევე იხილეთ