top_leaderboard
left_sabechdi

კახა ჭუმბურიძე: წარმოუდგენლად ბევრი გულშემატკივარი იყო საქართველოს ნაკრების და ეს არის ორმაგად სასიხარულო. ერთობლივად ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია

„ფრე, ვფიქრობ, წარმატებულია, მით უმეტეს, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი ქულაა”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ განუცხადა.

„ძალიან ბევრი გულშემატკივარი იყო. წარმოუდგენლად ბევრი გულშემატკივარი იყო საქართველოს ნაკრების და ეს არის ორმაგად სასიხარულო. ვფიქრობ, პორტუგალიასთან თამაშზეც ბევრი იქნება და ძალიან დიდი როლი ითამაშა მათმა აქ ყოფნამ, რომ ეს ქულა ავიღეთ. ასე, რომ, ერთობლივად ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია“, – აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ