leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ნემსაძე პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიის ცვლილებაზე: არაფერში ჯდება

„არაფერში ჯდება, რისი გაცხრილვა”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე „იმედის კვირასთან“ საუბრისას პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიის ცვლილებას.

„გუნდი იღებს გამარჯვებაშიც და დამარცხებაშიც ერთი და იგივე დატვირთვას. მარჯვენა დამცველს თავისი დატვირთვა აქვს, თავდამსხმელს თავისი დატვირთვა აქვს, მეკარეს თავისი დატვირთვა და ფიზიოთერაპევტს თავისი. რა უნდა ქნას, ფიზიოთერაპევტი თავდამსხმელის ადგილას ვერ გამოვიდოდა, იმიტომ, რომ მერე ღირსების ორდენით დაჯილდოებულიყო.

ეს გუნდური პრიორიტეტებია, ყველას თავის ფუნქცია აქვს და ყველა თავის ფუნქციას ასრულებს ბრწყინვალედ“, – აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ