top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი დეზინფორმაციის გამავრცელებლებზე: მთავარი ეს გზა მიდის, ასე ვთქვათ, საზოგადოების ნიველირებისკენ

„მთავარი ეს გზა მიდის, ასე ვთქვათ, საზოგადოების ნიველირებისკენ და ნიველირებული საზოგადოება ადვილი სამართავია”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის კვირას“ დეზინფორმაციის გამავრცელებლებზე საუბრისას განუცხადა.

„ეს არის, ასე ვთქვათ, ერთგვარი ლიბერალური ცენზურა, რომელსაც შეგვაჩვიეს და ის ძირითადი კრიტერიუმები, რაც საზოგადოებისთვის, ზოგადად, ცნობილი იყო, ომის პროპაგანდაზე უარი, ან, ვთქვათ, ადამიანის უფლებების უხეში შელახვა, ან ეროვნებათა შუღლის გაღვივება, ან რელიგიური შუღლის გაღვივება. ეს პრინციპები, რომ იტყვიან ანაქრონიზმად აქციეს და დღეს, ასე ვთქვათ, პირდაპირ გარკვეული პოლიტიკური მიმდინარეობების და მათი იდეოლოგიის ინტერესებს ექვემდებარება აი, ეს კონკრეტული ცენზურა.

მიზანი არის ერთი რამ, რომ ადამიანს არ ჰქონდეს, ასე ვთქვათ, მრავალი საინფორმაციო წყაროდან მიღებული ინფორმაციის ობიექტურად შეფასების, აწონ-დაწონის და მისთვის სასარგებლო დასკვნა, გადაწყვეტილების მიღება. ანუ, უნდა იყოს, მხოლოდ ერთი მეინსტრიმი, ამ მეინსტრიმის იქით რაც კი ითქმება, ან უნდა იყოს მინიმალური, რომ მოსახლეობის დიდ უმრავლესობამდე ვერ მიაღწიოს, ან შერაცხილი უნდა იყოს, როგორც შეთქმულების თეორია.

მთავარი ეს გზა მიდის, ასე ვთქვათ, საზოგადოების ნიველირებისაკენ და ნიველირებული საზოგადოება ადვილი სამართავია. ადვილი სამართავი საზოგადოება შემდეგ შეიძლება წაგებული ომის სიხარულით, ასე ვთქვათ, გამარჯვების ზეიმითაც კი გამოიყვანო ქუჩაში. აი, ასეთი პარადოქსებისკენ მიდის ეს გზა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ