top_leaderboard
left_sabechdi

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის ელჩის მიერ საქართველოს ჩინეთთან პარტნიორობის კრიტიკაზე: თუ შენთვის ჩინეთთან ურთიერთობა მისაღებია, ჩემთვის რატომაა მიუღებელი?

თუ შენთვის ჩინეთთან ურთიერთობა მისაღებია, ჩემთვის რატომაა მიუღებელი? და თუ თვლი, რომ „ჩინეთი რუსეთს აფინანსებს, მაშინ შენ რატომ არ წყვეტ ამ ურთიერთობას და რატომ აგრძელებ?”, – ასე უპასუხა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას ამერიკის ელჩის მიერ საქართველოს ჩინეთთან პარტნიორობის შესახებ კრიტიკას.

„პირიქით, ზრდი შენს სავაჭრო ბრუნვას და მე, რომელიც პატარა ქვეყანა ვარ და მართლაც მნიშვნელოვანია ჩემი ეკონომიკისთვის ამხელა სახელმწიფოსთან კავშირი, ურთიერთობა, რომ გაიზარდოს ჩემი ეკონომიკა, რატომ მიშლი ამას?

ზელენსკი რომ ზელენსკია, არაერთი კრიტიკული წერილი და კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა როგორც ამერიკის ადმინისტრაციასთან, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

თქვენ გახსოვთ რადიკალური ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი, რომელსაც რაიმე კრიტიკული შენიშვნა ჰქონოდა ან ევროკავშირის ქვეყნების მიმართ, ან აშშ-ს მიმართ. ამაში ხომ ჩანს, რომ ისინი პირდაპირ დამოკიდებულები არიან მათ დირექტივებზე“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ