top_leaderboard
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის ელჩის განცხადებაზე: არ შეიძლება, რომ იმ ქვეყნის წარმომადგენელმა, რომელმაც არ მიიღო მონაწილეობა ანაკლიის პორტის აუქციონში, პრეტენზია განაცხადოს, ვინ გააკეთებს ანაკლიის პორტს საქართველოში

რობინ დანიგანის მწვავე გზავნილს საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ჩინური კონსორციუმის მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მკაცრი ტონით უპასუხა ჩინეთის ელჩმა. აშშ-ს ელჩის ეს განცხადებები „ხალხის ძალის“ ვრცელი წერილის მიზეზიც გახდა.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „იმედის კვირასთან“ ამბობს, რომ პარტნიორისგან მსგავსი განცხადებები მიუღებელია.

„ქართველ საზოგადოებას ეუბნები, რომ ჩემთვის არის კარგი ჩინეთი, მე შემიძლია, მშობელი ვარ სრულწლოვანი და შენ არასრულწლოვანი ხარ და ხიხია იქნება ჩინეთთან ურთიერთობაო. ეს ხომ შეურაცხმყოფელია? დაგვანებონ ჩვენი დამოუკიდებლობა. ჩვენ პატივს ვცემთ მათ ჰამბურგერს, რომელსაც მიირთმევენ, მაგრამ ჩვენი ტრადიციული მწვადი შეგვარგონ და ნუ წაგვართმევენ ამასაც. ვიცით მასპინძლობა, ურთიერთობა, მაგრამ თუ იმას გვეტყვიან, რომ ის არის ბატონი და ჩვენ ვართ ვასალი, ეს პარტნიორულ ურთიერთობად არ მიგვაჩნია.

არ შეიძლება, რომ იმ ქვეყნის წარმომადგენელმა, რომელმაც არ მიიღო მონაწილეობა ანაკლიის პორტის აუქციონში, პრეტენზია განაცხადოს, ვინ გააკეთებს ანაკლიის პორტს საქართველოში. ეს არის ბატონყმური დამოკიდებულება. არცერთმა ამერიკულმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში, მიიღო მონაწილეობა ჩინურმა კომპანიამ, რომელიც არის მსოფლიოში საკმაოდ წარმატებული და თავს დაესხნენ მათ შორის აშშ-ის ელჩის განცხადების ფარგლებში“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ