top_leaderboard
left_sabechdi

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო ღირსეულად წარსდგა ევროპის ჩემპიონატზე – პორტუგალიასთან გამარჯვების შანსიც გვრჩება

„ცივი გონებით რომ შევაფასოთ, ნამდვილად არავისთვის იქნებოდა გასაკვირი საქართველოს ნაკრებს ჩეხეთთან შეხვედრისას რომ გაემარჯვა, მიუხედავად იმ მომენტებისა და უპირატესობებისა, რაც ჩეხებს ჰქონდათ.“– ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ღირსეულად წარსდგა ევროპის ჩემპიონატზე და ნაკრებს პორტუგალიასთან გამარჯვების შანსიც რჩება.
„ფეხბურთელის პროფესიიდან გამომდინარე ჩვენი ნაკრების მატჩების შეფასებას ყოველთვის ცივი გონებით ვცდილობ. პირველი თამაში თურქეთთან, დებიუტანტის კვალობაზე, საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. ეს თამაში რომ არ უნდა წაგვეგო, ამას ყველა სპეციალისტი აღნიშნავდა. იყო იმ თამაშში მომენტები, რომლის რეალიზების შემთხვევაში, სულ ცოტა, ფრეს მივაღწევდით. თუმცა, მართლაც აღსანიშნავია, რომ დებიუტანტის კვალობაზე ყველა გააკვირვეს და საქართველო ღირსეულად წარსდგა ევროპის ჩემპიონატზე. მადლობა გუნდს, რომ პირველი შეხვედრა ასეთ მაღალ დონეზე ჩაატარა. 
რაც შეეხება ჩეხეთთან შეხვედრას, სპეციალისტები აღნიშნავდნენ და მეც მათ რიგში ვიყავი, რომ ეს მატჩი ურთულესი იქნებოდა. ჩეხეთის ნაკრები ძალიან დისციპლინირებული და ტაქტიკურია, რომელიც მკაცრი დაცვით გამოირჩევა. რადგან ორივე გუნდს გვჭირდებოდა გამარჯვება, ჩეხებმაც შეცვალეს ტაქტიკა და უფრო შემტევი ფეხბურთი ითამაშეს ჩვენთან, ვიდრე – პორტუგალიასთან. მთელი მსოფლიო აღნიშნავდა ჩვენი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მაღალი დონის თამაშს. თუმცა, ცივი გონებით რომ შევაფასოთ, ნამდვილად არავისთვის იქნებოდა გასაკვირი ამ შეხვედრისას რომ გაგვემარჯვა, მიუხედავად იმ მომენტებისა და უპირატესობებისა, რაც ჩეხებს ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, ფრე ლოგიკური შედეგია და რაც მთავარია, პორტუგალიასთან გამარჯვების შანსიც გვრჩება.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ასევე იხილეთ