left_sabechdi

ალექსანდრე იაშვილი: ყველა თანხმდება, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან დიდი შენაძენია ევროპის ჩემპიონატზე

„თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, ვინაიდან ჩეხეთი ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. ძალიან დიდი პლუსები აქვს სტანდარტულ სიტუაციებში და რა თქმა უნდა, რთული სათამაშო იყო”, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენს თამაშს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ეძებ რა არის ცუდი, რომ გამოასწორო, რა არის კარგი, რომ შეინარჩუნო. ყველაზე მთავარი არის, რომ ბიჭებმა ორივე თამაშში აჩვენეს საოცარი ერთიანობა, საოცარი ბრძოლის უნარიანობა. ყველა ამბობს, რომ გამორჩეულია საქართველოს ნაკრები, ის სულისკვეთება რაც იგრძნობა და ყველა თანხმდება, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან დიდი შენაძენია ევროპის ჩემპიონატზე.

თითოეულ ქართველ გულშემატკივარს უდიდესი მადლობა ჩვენგან, ყველასგან, იმიტომ, რომ გვეგონა ჰამბურგში ვთამაშობდით საქართველოში. წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო სტადიონზე და რთულ სიტუაციაში მხარს უჭერდა ჩვენი გულშემატკივარი ნაკრებს, ძალას აძლევდა. კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა თითოეულ მათგანს. ასევე ძალიან გვჭირდება პორტუგალიასთან ბევრი მაყურებელი სტადიონზე. ტყუილად არ ამბობენ, რომ გულშემატკივარი არის 12-ე მოთამაშე და საოცარი ძალა აქვს მას”.

ასევე იხილეთ