left_sabechdi

ვეტერანი მეკარე: ვფიქრობ გიორგი მამარდაშვილით ტოპ გუნდები დაინტერესდებიან და ალბათ კარგ გუნდში ვიხილავთ მალე

ვეტერანი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების მეკარე ოთარ გაბელია „იმედი LIVE“-ში აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაშის შემდეგ, მისით სავარაუდოდ, ცნობილი გუნდები დაინტერესდებიან.

„გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან კარგ თამაშს აჩვენებდა, მხოლოდ ამ თამაშებზე [ევროპის ჩემპიონატი] არ არის კარგი. წელს ძალიან კარგ ფორმაშია. მას კიდევ აქვს მინიმუმ 10 წელი სათამაშოდ. ვფიქრობ მისით ტოპ გუნდები დაინტერესდებიან და ალბათ კარგ გუნდში ვიხილავთ მალე“, – აღნიშნა გაბელიამ.

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, 2 თამაშის ჯამში, გიორგი მამარდაშვილს ყველაზე მეტი, 15 სეივი აქვს. ინფორმაციას UEFA EURO 2024 ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ასევე იხილეთ