top_leaderboard
left_sabechdi

გურამ კაშია: ვფიქრობ, მესამე თამაშიც ძალიან საინტერესო იქნება

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ევრო 2024-ზე გუნდის ბოლო შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ჩეხეთთან ფრედ, 1:1 ითამაშა.

„მოგებისთვის ვითამაშეთ და გოლის გატანის ძალიან ბევრი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით ბოლო წუთზე. ეს მეტყველებს, რამდენად წინ წავედით. ერთ-ერთ უდიდეს ტურნირზე, ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობთ და მოპოვებული ქულით იმედგაცრუებულები ვართ.

მიხარია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს. ვფიქრობ, მესამე თამაშიც ძალიან საინტერესო იქნება“, – განაცხადა კაშიამ.

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან ჩაატარებს

ასევე იხილეთ