left_sabechdi

ვალუტის კურსი და ეროვნულ ბანკის როლი

ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას ვალუტის კურსი განსაზღვრავს. ეს ფაქტორი, არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

სტაბილური ვალუტა ქვეყანაში ხელს უწყობს ფასების სტაბილურობას, რაც თავის მხრივ, აუცილებელია ბიზნესის ეფექტური მუშაობისთვის. 

ეროვნული ვალუტის კურსი გავლენას ახდენს ვაჭრობაზე, ინფლაციაზე, ინვესტიციებზე და მთლიანად ეკონომიკურ მაჩვენებლებზეამიტომ მთავრობები და ეროვნული ბანკები მუდმივად აკვირდებიან და მართავენ ვალუტების გაცვლით კურსებს, რათა ხელი შეუწყონ მის სტაბილურობას.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ვერ ახერხებს კურსის სტაბილიზაციას?

ინფლაციისა და ეკონომიკური სტაბილურობის გასაკონტროლებლად ცენტრალური ბანკები იყენებენ საპროცენტო განაკვეთებს, რაც გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე.

ქვეყნის სავალუტო რეზერვების დონემ შეიძლება გავლენა მოახდინოს ვალუტის სტაბილიზაციის უნარზე.

არასტაბილურობის დროს, რეზერვები შეიძლება გამოყენებულ იქნას ვალუტის მხარდასაჭერად.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა

ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის მონეტარულ პოლიტიკას წარმართავს და ამ პროცესში სრული დამოუკიდებლობა აქვს.

ფასების სტაბილურობა ინფლაციის დაბალ და ზომიერ დონეზე შენარჩუნებას გულისხმობს.

საქართველოს ეკონომიკისთვის ოპტიმალური ინფლაციის  დონედ 3% მიიჩნევა. საქართველოს ეროვნულ ბანკს ეს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი წინასწარ აქვს განსაზღვრული.

მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი რეფინანსირების განაკვეთია. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება საპროცენტო განაკვეთის, საკრედიტო, მოლოდინებისა და გაცვლითი კურსის არხით აისახება ეკონომიკაზე.

თუ პროგნოზირებული ინფლაცია მიზნობრივ დონეს აღემატება, ეროვნული ბანკი  მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს და რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, რაც საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს გადაეცემა.

  • შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში, სესხებზე მოთხოვნა მცირდება და ამ არხით ერთობლივი მოთხოვნა იზღუდება. შედარებით დაბალი მოთხოვნა საბოლოოდ ინფლაციას ამცირებს;
  • შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში კი სესხებზე მოთხოვნა იზრდება, რაც ერთობლივ მოთხოვნას ასტიმულირებს;
  • მაღალი ერთობლივი მოთხოვნის პირობებში, ფასები იზრდება და ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს უბრუნდება.

თუ გაინტერესებს როგორია ლარის კურსის დინამიკა, თვალი ადევნე MBC-ის ვებ-გვერდს სადაც ლარის ოფიციალური ვალუტის კურსი ყოველდღიურად ქვეყნდება.

ასევე იხილეთ