left_sabechdi

ვალუტის გაცვლითი კურსი და ყველაზე მყარი ვალუტები მსოფლიოში

გაცვლითი კურსი წარმოადგენს ერთი ვალუტის ღირებულების მიმართებას მეორე ვალუტის ღირებულებასთან. თუ გაქვს კონკრეტული ვალუტა, მაგალითად, რამდენიმე ათეული აშშ დოლარი (USD) და გსურს მისი გაყიდვა ან რომელიმე სხვა ვალუტის ყიდვა, უნდა იცოდე რამდენია ამ კონკრეტული ვალუტის კურსი მოცემული მომენტისთვის. ყველაზე მაღალი ვალუტი კურსი საქართველოში MBC-ის საიტზე დაგხვდება.

ვალუტის კურსები ცვალებადია, რასაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს:

  • ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა
  • ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღე
  • ბალანსი იმპორტსა და ექსპორტს შორის
  • კონკრეტული ვალუტის მიმართ არსებული ნდობის ფაქტორი და მოლოდინები
  • სახელმწიფო ვალის მოცულობა
  • ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები

სავალუტო კურსს ნებისმიერ ქვეყანაში ეროვნული ბანკი ადგენს და სავალუტო პოლიტიკასაც სხვადასხვა მექანიზმებით ახორციელებს.

როგორ ხდება ვალუტა სტაბილური

ვალუტა სტაბილურია, თუ მას აქვს უნარი დროთა განმავლობაში მსყიდველობითი ძალა შეინარჩუნოს. 

ვალუტის სტაბილურობა ფასდება სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორების, მათ შორის დაბალი ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური სტაბილურობის მიხედვით.

ინფლაციისა და ეკონომიკური სტაბილურობის გასაკონტროლებლად ცენტრალური ბანკები ხშირად იყენებენ საპროცენტო განაკვეთებს. საპროცენტო განაკვეთების ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გაცვლით კურსზე. მაღალი საპროცენტო განაკვეთი იზიდავს უცხოურ კაპიტალს, ზრდის მოთხოვნას ვალუტაზე და იწვევს მის გამყარებას.

ყველაზე მყარი ვალუტები მსოფლიოში

  • შეერთებული შტატების დოლარი (USD): ამ ვალუტის სტაბილურობას ქვეყნის ძლიერი ეკონომიკა განაპირობებს. აშშ დოლარს მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სტატუსი აქვს.
  • ევროპული ევრო (EUR): დოლარის შემდეგ, ევრო მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი საერთაშორისო ვალუტაა.
  • შვეიცარიული ფრანკი (CHF): მიიჩნევა ერთ-ერთ უსაფრთხო ვალუტად.
ასევე იხილეთ