top_leaderboard
left_sabechdi

დაღესტანში ტერორისტულ თავდასხმებს 15-ზე მეტი პოლიციელი და რამდენიმე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

დაღესტანში ტერორისტულ თავდასხმებს 15-ზე მეტი პოლიციელი ემსხვერპლა, ასევე დაიღუპა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, – ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა სერგეი მელიკოვმა განაცხადა.

„ტერაქტის მსხვერპლი 15-ზე მეტი პოლიციელი გახდა, რომლებიც იარაღით ხელში იცავდნენ დაღესტნის სიმშვიდეს“, – განაცხადა რეგიონის მელიკოვმა.

მისივე თქმით, რესპუბლიკაში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

მელიკოვის ინფორმაციით, სიტუაციას სამთავრობო უწყებები და სამართალდამცავები აკონტროლებენ და სამძებრო-ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდება მანამ, სანამ ყველა მონაწილე არ გამოვლინდება.

შეგახსენებთ, გუშინ შეიარაღებულმა პირებმა დერბენტში სინაგოგასა და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად შენობებში ხანძარი გაჩნდა. თითქმის პარალელურად, ცნობილი გახდა მახაჩყალაში საგზაო პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმის შესახებ. გარდა ამისა, კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა სოფელ სერგოყალაში, სადაც თავდამსხმელებმა პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

რესპუბლიკაში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია შემოღებული. დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმის“ მუხლით აღძრა.

ასევე იხილეთ