top_leaderboard
left_sabechdi

კასპში გოგებაშვილის, ასათიანის და ბარნოვის ქუჩაზე წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი კასპში გოგებაშვილის, ასათიანის და ბარნოვის ქუჩაზე წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

მიმდინარე  წელს ქალაქში  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივი მნიშვნელობის 11 ქუჩაზე განხორციელდება. აღნიშნული ქუჩებიდან წყალარინების სისტემა  კი 9 ქუჩაზე მოეწყობა.

პროექტი რეგიონის განვითარების ფონდის და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქცია“ ახორციელებს.

ასევე იხილეთ