left_sabechdi

თურქული მედია მიქაუტაძეზე: მოურინიომ თვალი საქართველოს ნაკრების ვარსკვლავს დაადგა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებულ ორივე მატჩში შეძლო თავისი ბომბარდირული თვისებების გამოვლენა, ჟოზე მოურინიოს ყურადღება მიიპყრო.

თურქული მედიის ცნობით, ჟოზე მოურინიო 23 წლის ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერით დაინტერესდა.

„ფენერბაჰჩემ, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, მომავალი სეზონისთვის უკვე დაიწყო სატრანსფერო ბაზრის კვლევა. Sabah-ის ცნობით, მოურინიომ თვალი საქართველოს ნაკრების ვარსკვლავს დაადგა, რომელმაც ევრო 2024-ზე თავისი გამოსვლით ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო. მოურინიო, რომელიც ყურადღებით აკვირდება სანაკრებო მატჩებს, გიორგი მიქაუტაძით აღფრთოვანებულია. როგორც ირკვევა, „ყვითელ-ლურჯებს” ქართველი თავდამსხმელის შეძენის სურვილი აქვთ“, – წერს თურქული მედია.

ასევე იხილეთ