36 წლის შვეიცარიელმა არბიტრმა ბოლო 20 შეხვედრაში 3 წითელი ბარათი აჩვენა, პენალტი კი ორჯერ დანიშნა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრას 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს. დღეს, ცნობილი გახდა იმ მსაჯის ვინაობა, რომელიც ამ შეხვედრას განსჯის. ეს შვეიცარიელი სანდრო შარერი გახლავთ.
36 წლის შარერს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთი შეხვედრა უკვე უმსაჯია – სლოვენიისა და დანიის დაპირისპირება, პირველ ტურში. ამ შეხვედრის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ შვეიცარიელმა არბირტმა ფეხბურთელებს 3 ყვითელი ბარათი უჩვენა.
ზოგადად, შარერის საერთაშორისო ასპარეზზე მსაჯობის სტატისტიკა ასე გამოიყურება: ბოლო 20 შეხვედრაში მან 3 წითელი ბარათი აჩვენა, პენალტი კი ორჯერ დანიშნა. ამ მატჩების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა შვეიცარიელს ფეხბურთელი არ გაეფრთხილებინოს, უფრო მეტიც, იგი საშუალოდ მატჩში სამ ყვითელ ბარათს იღებს.