left_sabechdi

კომპანიამ 22 ივლისის სიღნაღს ჯაზის ფესტივალი აჩუქა

საქართველოს გერმანული კომპანია “Trucktec Automotve“, სტუმრობს.

კომპანია დაარსდა 1989 წელს და 35 წლის იუბილეს იხდის საქართველოში! კომპანიის დამაარსებლები, ანეტტე და გერჰარდ რობელერები არიან.

მათი ვაჟი კომპანიის მოქმედი გენერალური დირექტორი ბენ რობელერი, ათი წელია წარმატებით უძღვება საქმიანობას.

კომპანია აწარმოებს “Trucktec” – ის ბრენდის ავტომანქანების მაღალხარისხიან ნაწილებს გერმანული პრემიუმ მარკებისათვის, Mercedes Benz, BMW, AUDI, Man და სხვა.

კომპანიას ჰყავს მრავალწლიანი პარტნიორები 150-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

იუბილეს ესწრება 40 ეროვნების 130 თანამშრომელი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული ემირატებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან.

საინვესტიციო გარემოს შესწავლის შემდგომ,ჩნდება შესაძლებლობა ამ კომპანიამ თავისი საქმიანობა საქართველოშიც დაიწყოს.

130 კაციანი დელეგაცია ეწვია თბილისს, მცხეთას, სიღნაღს, ფშავს. დაიგეგმა სამომავლო გეგმები
თრაქტეკმა 22 ივნისს სიღნაღს, ჯაზის საღამო აჩუქა.

საქართველოში სტუმრებს გერმანიიდან ლალი მოროშკინას კომპანია “სიღნაღი არტი” მასპინძლობდა.

 

ასევე იხილეთ