left_sabechdi

რუსეთმა ბირთვული დოქტრინის განახლებაზე მუშაობა დაიწყო

„რუსეთმა, მსოფლიოს უდიდესმა ბირთვულმა ძალამ, დაიწყო თავისი ბირთვული დოქტრინის განახლება”, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა დოქტრინის ამჟამინდელ რეალობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად“, – აღნიშნა პესკოვმა. 

მისი თქმით, განიხილება ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროის ცვლილების საკითხი.

ასევე იხილეთ