left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნამდვილი მეგობრები აცნობიერებენ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა, იმედია, იმ შეცდომების გამეორება არ მოხდება, რაც იყო წინა წელს

„ჩვენ ინტენსიურად ვადევნებთ თვალს ევროპულ პოლიტიკას, იმედი გვაქვს, რომ არ იქნება დაშვებული იგივე შეცდომები, რაც იყო გასულ წელს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, როდესაც შემდეგ აღმოჩნდა, რომ რეალური საფუძველი არ იყო სტატუსის მინიჭების გადადებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ნამდვილი მეგობრები ობიექტურად, ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე შეაფასებენ საქართველოს პროგრესს და საქართველოს დღევანდელ მდებარეობას ევროპულ ტრაექტორიაზე.

„საქართველოს აქვს არსებითი პროგრესი, რაც მათსავე ანგარიშებშია მოცემული, საქართველომ ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები, საპარლამენტო, საპრეზიდენტო, თვითმმართველობა, ესეც მათ ანგარიშებშია მოცემული. საქართველო განაგრძობს სვლას უკეთესი მომავლისკენ, ევროპული მომავლისკენ და ჩვენ ვრჩებით პრინციპულად ერთგულნი იმ გადაწყვეტილებების და იმ ინტერესების, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ეხება ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვას, განაგრძობს ეკონომიკურ განვითარებას, განაგრძობს სვლას ევროპული მომავლისკენ. ჩვენ პირობას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს არ შეიცვლება. რაც შეეხება პოლიტიკას, პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს, დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნამდვილი მეგობრები აცნობიერებენ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა და იმედია, იმ შეცდომების გამეორება არ მოხდება, რაც იყო წინა წელს, როდესაც გაურკვეველი მიზეზებით მოხდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გადავადება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ