ცესკოს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმამშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოსუზრუნველყოფის საკითხზე შეხვედრა გამართეს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნოადმინისტრატორების საქმიანობისთვის დაამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლებისრეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალისაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისმნიშვნელობაზე იმსჯელეს. შეხვედრა სახალხოდამცველთან ლევან იოსელიანთან და მისწარმომადგენლებთან დღეს გამართა.
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმაშეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალურიინფორმაცია, თუ როგორ ემზადება საარჩევნოადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა დაარსებული გამოწვევების შესახებ. ასევე, ხაზი გაუსვაამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორებისთვისმშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისმნიშვნელობას.
„ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, თითქოსსაარჩევნო ადმინისტრატორებზე ზეწოლაჩვეულებრივი მოვლენაა, მაშინ როდესაც ჯანსაღისაარჩევნო გარემო თავის მხრივ მშვიდ დათავისუფალ გარემოში საქმიანობის წარმართვაშიმდგომარეობს. განვიხილეთ ყველა ის შემთხვევა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ განვლილიპერიოდის განმავლობაში გამოავლინა. ვიმსჯელეთიმ საკომუნიკაციო არხის ფორმირებაზე, რომელიცუზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ასეთი შემთხვევებისპრევენციას, მეორე მხრივ კი კონკრეტულშემთხვევებზე რეაგირებას ჩვენ–ჩვენიკომპეტენციის ფარგლებში. უნდა აღინიშნოს, ეს არარის მხოლოდ საქართველოს საარჩევნოადმინისტრაციის გამოწვევა, ამაზე საუბარიაარაერთ საერთაშორისო დოკუმენტში, მათ შორისსაერთაშორისო აიდეას დოკუმენტში, (International Idea) სადაც აღნიშნულია რომ 53 გამოკითხულიქვეყნიდან 92 %-ის შემთხვევაში საარჩევნოადმინისტრაციები იყვნენ მსხვერპლიცილისწამების, სიძულვილის ენის, ზეწოლის, ცრუ დადეზინფორმაციული საინფორმაციო კამპანიების. ჩვენ გვმართებს შევქმნათ გარკვეული მინიმალურიგარანტიები თანამშრომლებისთვის, რაცუზრუნველყოფს მათ საქმიანობას თავისუფალ დამშვიდ გარემოში, მაღალ პროფესიულ დონეზე“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მოახლოვდა არჩევნები და არჩევნების პერიოდში – როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს დაშემდგომ, მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველისაპარატს კოორდინაცია ჰქონდეს ცესკოსთან, რადგანიმ სავარაუდო უფლებადარღვევებზე, რაც შეიძლებაწარმოიშვას, ჩვენ გვქონდეს დროული რეაგირებისშესაძლებლობა, მივიღოთ დროული ინფორმაცია. შევთანხმდით ასეთი საკომუნიკაციო არხისშექმნაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებსჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმ ახალტექნოლოგიებზე, რომლის გამოყენებითაცჩატარდება არჩევნები და ამ მიმართულებითაც ჩვენგავუზიარეთ ჩვენი ხედვა, რამდენადმნიშვნელოვანია საარჩევნო უფლების რეალიზაციისთვალსაზრისით ყველას ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ უნდა მისცეს ხმა“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიგაიმართა და მას, ასევე, დაესწრნენ ცესკოსთავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ნოდარმელაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე თამარგვარამაძე, წარმომადგენლები ლიკა წიკლაური დანინო ათაბეგაშვილი.