ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას სამსახურის დაარსების იუბილეს ულოცავს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას და მის პირად შემადგენლობას სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს აგებს.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქართველოს უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი რგოლია, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია და შესაბამისად, კარგად მომზადებული და აღჭურვილი უწყებაა თავისი სპეცდანიშნულების და ოპერატიულ-ტექნიკური შესაძლებლობებით.
სამსახურს აქვს შესაძლებლობა მაღალი პროფესიონალიზმით უპასუხოს დაცვითი ღონისძიებებისთვის ყველა საჭიროებას და გამოწვევას. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს სამსახურის საქმიანობა არაერთხელ შეუფასებიათ დადებითად“, – აღნიშნულია დეპუტატის განცხადებაში.