პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გია ბენაშვილი აირჩიეს.
პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტს გია ბენაშვილის კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარუდგინა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ გია ბენაშვილს ახალ პოზიციაზე არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.