left_sabechdi

გიორგი მამარდაშვილი: ორმაგი მოტივაციაა, როცა ამხელა ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას, დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, ძალიან ბევრი ჩამოვიდა გერმანიაში და დაგვიჭირეს მხარი

„ორმაგი მოტივაციაა, როცა ამხელა ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას”, – განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა.

„ყოველთვის გვაქვს მოტივაცია, როცა ჩვენი დროში ქვეშ ვთამაშობთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ორმაგი მოტივაციაა, როცა ამხელა ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, რადგან ძალიან ბევრი ჩამოვიდა გერმანიაში და დაგვიჭირეს მხარი. ახლაც, ჩეხეთთან თამაშში არ გაჩერებულა მთელი სტადიონი, მხარს გვიჭერდნენ, გვამხნევებდნენ და ძალიან უნდოდათ მოგება, როგორც ჩვენ. დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. რომ არა ისინი, ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

ასევე იხილეთ