left_sabechdi

ბუდუ ზივზივაძე: თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის, ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ

„თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის, ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ.

„კიდევ ერთი ფინალი გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ, რომ თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, ვითამაშებთ ფლეი-ოფში, რაც ძალიან დიდი, უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის. ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ. დანარჩენი უკვე 26-ში მოედანზე გამოჩნდება“, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე პორტუგალიას 26 ივნისს დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ