left_sabechdi

გია აბაშიძე ანდჟეი დუდას ჩინეთში ვიზიტზე: “ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პოტენციალის მნიშვნელობაზე საუბრისას, პოლონეთის ლიდერი გულისხმობდა არა აგრესორ რუსეთს, არამედ ამ ისტორიული პროექტის ერთ-ერთ საკვანძო მონაკვეთს, საქართველოს

„ახლაც, თვალთმაქცურ ორმაგ სტანდარტებს ამოფარებული ამერიკელი აქტორები გაჩუმდებიან და ვითომც არაფერი მომხდარა. მხოლოდ სუვერენული საქართველოს შემთხვევაში ერთვებათ უსამართლო დამუნათების მექანიზმი”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე პოლონეთის ლიდერის ანდჟეი დუდას ჩინეთში ვიზიტზე.

აბაშიძის თქმით, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ ხაზი გაუსვა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პოტენციალს, გააძლიეროს ეკონომიკური და ადამიანური კავშირი ევროპასა და ჩინეთს შორის, სადაც ის პროექტის ერთ-ერთ საკვანძო მონაკვეთს, საქართველოს გულისხმობდა.

„ახლაც, თვალთმაქცურ ორმაგ სტანდარტებს ამოფარებული ამერიკელი აქტორები გაჩუმდებიან და ვითომც არაფერი მომხდარა. მხოლოდ სუვერენული საქართველოს შემთხვევაში ერთვებათ უსამართლო დამუნათების მექანიზმი.

უკრაინის ომზე განსხვავებული ხედვების მიუხედავად, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, პოლონეთის ლიდერი ჩინეთშია ხუთდღიანი ვიზიტით. პრეზიდენტებმა სი ძინპინმა და ანდჟეი დუდამ მნიშვნელოვან ეკონომიკურ შეთანხმებებთან ერთად, ასევე ხელი მოაწერეს დოკუმენტს პოლონური შინაური ფრინველის ხორცის ექსპორტზე.


ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ ხაზი გაუსვა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პოტენციალს, გააძლიეროს ეკონომიკური და ადამიანური კავშირი ევროპასა და ჩინეთს შორის.

რასაკვირველია, “ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პოტენციალის მნიშვნელობაზე საუბრისას, პოლონეთის ლიდერი გულისხმობდა არა აგრესორ რუსეთს, არამედ ამ ისტორიული პროექტის ერთ-ერთ საკვანძო მონაკვეთს, საქართველოს, სამხრეთ კავკასიას. ამ შემთხვევაში როგორ ხდება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის უსაგნო კრიტიკოსთა პოზიციების თანხვედრა ოფიციალურ ვარშავასთან?..

Poland and China signed a key deal on poultry exports as Andrzej Duda, the Polish President, continued his five-day state visit to China that took place despite differences between the two countries over the Ukraine war. Duda met President Xi Jinping in Beijing on Monday, where the two witnessed the signing of several significant economic agreements, including a pivotal accord on the export of Polish poultry

https://tvpworld.com/…/poland-and-china-sign-key…“, – წერს გია აბაშიძე.

ასევე იხილეთ