leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ვერც ერთხელ ვერ გაბედეს, დებატებში შესულიყვნენ ირაკლი კობახიძესთან, ბოლო წლებში სულ აგებენ დებატებს პარლამენტში

„ვერც ერთხელ ვერ გაბედეს, დებატებში შესულიყვნენ ირაკლი კობახიძესთან, ბოლო წლების განმავლობაში სულ აგებენ დებატებს საქართველოს პარლამენტში და ალბათ, ამის გამოძახილი იყო, რომ ინტერპელაციით არც ერთხელ არ ისარგებლეს”, – განაცხადა განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ პარასკევს საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგება საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციას სამჯერ თუ ოთხჯერ ჰქონდა საშუალება, დაებარებინა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში. ვერც ერთხელ მათ ვერ გაბედეს, რომ დებატებში შესულიყვნენ ირაკლი კობახიძესთან. ბოლო წლების განმავლობაში ისინი სულ აგებენ დებატებს საქართველოს პარლამენტში და ალბათ, ამის გამოძახილი იყო ის, რომ ინტერპელაციით არც ერთხელ არ ისარგებლეს და ახლა უმრავლესობა მათგანი არის ბოიკოტში. ამით ცდილობენ, სამსახურში არ იარონ და ბოიკოტით გაამართლონ ეს ამბავი. პარასკევს იქნება საინტერესო დებატები, თუ მათი ნაწილი მაინც მოისურვებს დებატებში მონაწილეობას მიღებას, მიმდინარე სასესიო კვირა დასრულდება პრემიერ-მინისტრის ანგარიშით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ასევე ისაუბრა უმრავლესობის სხდომაზე განხილულ სხვა საკითხებზეც.

„ჩვენ სიახლე გვაქვს – ფრაქციაში ავირჩიეთ თავმჯდომარის მოადგილე. ეს არის წარმატებული პროფესიონალი ახალგაზრდა კაცი ლევან მაჭავარიანი და მე მინდა, მივულოცო მას ეს თანამდებობა. მიმდინარე კვირაში ასევე ჩვენ გვექნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წარმომადგენლების არჩევა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ