left_sabechdi

მამუკა მდინარაძე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების პაკეტზე: ამ პაკეტს მიმდინარე კვირაში განვიხილავთ და პირველი მოსმენით მივიღებთ

„ამ პაკეტს მიმდინარე კვირაში განვიხილავთ და პირველი მოსმენით მივიღებთ, საშემოდგომო სესიაზე კი მეორე და მესამე მოსმენით მივიღებთ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ლგბტ პროპაგანტის საწინააღმდეგო კანონების პაკეტზე.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების ამ პაკეტს მიმდინარე კვირაში განვიხილავთ, პირველი მოსმენით მივიღებთ და საშემოდგომო სესიაზე მივიღებთ მეორე და მესამე მოსმენით. ასევე შემოვიტანთ განსახილველად საკონსტიტუციო ცვლილებებს, სამწუხაროდ, მას ვერ მივიღებთ, თუმცა, შეიძლება, ჩავატაროთ სარეიტინგო კენჭისყრა და კიდევ ერთხელ ვნახოთ, ვინ უჭერს მხარს მხარს და ვინ არა. თუ სარეიტინგო კენჭისყრა აჩვენებს, რომ შესაძლებელია, გავიდეს საკონსტიტუციო ცვლილებები ამ მიმართულებით, ძალიან კარგი. თუ არა და ბუნებრივია, ჩვენ დაველოდებით შემდეგი პარლამენტის შემადგენლობას, რომ ეს წესები, რომლებიც საზოგადოებას უკვე მოვუყევით, განვამტკიცოთ კონსტიტუციითაც”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ