left_sabechdi

ლევან ნიკოლეიშვილი ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებაზე: ამჯერად გეპატიჟებითო, ოღონდ NATO-ში კი არა ღონისძიებაზეო… გასაგებია, რომ ჩვენი იქ არ ყოფნით NATO დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს კი ნამდვილად გაუხარდება – ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, “საქართველო და ყველა პარტნიორიNATO-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იქნება მოწვეული” და ამ განცხადებას ცინიზმის გამოხატულებას უწოდებს.

მისი თქმით, გასაგებია, რომ საქართველოსNATO-ს პარტნიორობის ღონისძიებაზე არ ყოფნითNATO დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს კი ნამდვილად გაუხარდება და ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს.

„NATO-ში უკრაინის ვითომდა მომავალში შესვლის გამო რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მერე აღმოჩნდა, რომ ისედაც არავინ არ იღებს მათNATO-ში. უკრაინას რამდენჯერმე უთხრეს, NATO დაივიწყოს მანამ… სანამ რუსეთს ომში არ დაამარცხებს! ისე NATO-ს წევრებს და წევრობის მოსურნეების უმეტესობას (99.9%) რუსეთისგან თავდასაცავად სჭირდებათ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და უკრაინამ თუ რუსეთი დაამარცხა, მაშინ რა ვიცი, სჭირდებათ NATO? მოკლედ, დიდი ცინიზმია. ამ ცინიზმის გამოხატულებაა ჩვენ მიმართ დამადლებით გამოთქმული განცხადება – „საქართველო და ყველა პარტნიორი NATO-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იქნება მოწვეული” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა. ამ განცხადებით რას გვეუბნებიან? ამჯერად გეპატიჟებითო, ოღონდ NATO-ში კი არა, ღონისძიებაზეო… გასაგებია, რომ ჩვენი იქ არ ყოფნით NATO დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს კი ნამდვილად გაუხარდება – ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს… ახლა კი ყველა დაფიქრდეს, ჩვენთან მედიდურობით და დამადლებით საუბარი ვის წისქვილზე ასხამს წყალს?“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე იხილეთ