left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად იყოს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს  გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად იყოს.

„საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, იმისთვის რომ საქართველოს ჰქონოდა პროგრესი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და საქართველო გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ როცა ეს დრო დადგება, საქართველო იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის. საინტერესოა ის გადაწყვეტილებები თუ გზავნილები, რომლებიც უკვე ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში გაჟღერდება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

 

ასევე იხილეთ