ესპანური საფეხბურთო კლუბი „ლევანტე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ეხმაურება.
სოციალურ ქსელ Facebook-ზე „ლევანტე“ ქართველი ნახევარმცველის ფოტოს აქვეყნებს და გიორგი ქოჩორაშვილის თამაშთან დაკავშირებით ქართულ ენაზე წერს.
„ვამაყობ შენით, გიორგი“ – წერს “ლევანტე”.