left_sabechdi

ემანუელ მაკრონი: ულტრამემარჯვენე ან ულტრამემარცხენე პარტია საფრანგეთში სამოქალაქო ომს გამოიწვევს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით,  ულტრამემარჯვენე ან ულტრამემარცხენე პარტია საფრანგეთში სამოქალაქო ომს გამოიწვევს.

„ვფიქრობ, რომ ულტრა მემარჯვენეების მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებები სრულიად მიუღებელია, რადგან ის ყოფს ადამიანებს მათი რელიგიის ან წარმომავლობის მიხედვით და სწორედ ამიტომ იწვევს განხეთქილებას და სამოქალაქო ომს“, – განაცხადა მაკრონმა.

მან ასევე გააკრიტიკა ულტრამემარცხენე პარტია La France Insoumise (LFI), რომელიც „ახალი სახალხო ფრონტის“ კოალიციის ნაწილს წარმოადგენს.

„მის უკანაც სამოქალაქო ომია, რადგან როცა ახდენთ ადამიანების კატეგორიზაციას მხოლოდ მათი რელიგიური მსოფლმხედველობის ან იმ საზოგადოების მიხედვით, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან, რაც გარკვეულწილად არის უფრო ფართო ეროვნული საზოგადოებისგან მათი იზოლაციის გამართლების საშუალება, ამ შემთხვევაში თქვენ გექნებათ სამოქალაქო ომი მათთან, ვინც არ იზიარებს იმავე ღირებულებებს“, – აღნიშნა მაკრონმა.

შეგახსენებთ, Ipsos-ის მიერ 19-20 ივნისს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების წინ, ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური გაერთიანება“ 35.5%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“ 29.5%-ით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი კი მესამე ადგილზეა ხმების 19.5%-ით.

ასევე იხილეთ