left_sabechdi

მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას, შესაძლოა, გარკვეული ნეგატიური შედეგები მოჰყვეს

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას, შესაძლოა, გარკვეული ნეგატიური შედეგები მოჰყვეს.

მისი თქმით, თეთრ სახლში სჯერათ, რომ რუსეთისთვის მის ქმედებებზე პასუხისმგებლობის დაკისრების უფრო ეფექტიანი ზომები არსებობს, ვიდრე ქვეყნის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება

„სწორედ, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ამგვარი ზომების მიღებას – სანქციების დაწესებას რუს მაღალჩინოსნებზე, რუსულ კომპანიებზე, დაწესებულია საექსპორტო კონტროლი, რომელიც ასუსტებს რუსეთის სამხედრო მანქანას და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ნაბიჯების გადადგმას“, – აღნიშნა მილერმა.

ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ კანონპროექტი წარადგინა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ფხენიანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

ასევე იხილეთ