left_sabechdi

ბელგოროდის გუბერნატორი: უკრაინის მხრიდან დრონებით მასირებული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა

უკრაინის მხრიდან დრონებით მასირებული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავდა ოთხი ადამიანი,  ამის შესახებ ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამ არხზე წერს.

გუბერნატორის ინფორმაციით, ასევე დაზიანებულია მრავალსართულიანი სახლები, კომერციული ობიექტები და ავტომობილები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბელგოროდის ოლქის თავზე აღმოჩენილი და განადგურებულია 29 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ბელგოროდზე იერიშთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.

ამასთან, კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსეი სმიტონოვი ტელეგრამ არხზე წერს, რომ უკრაინის მხრიდან ქალაქ სუჯისთვის ცეცხლი გახსნის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მისი ცნობით, ცეცხლის გახსნის შედეგად სამ სახლში ხანძარი გაჩნდა.

 

ასევე იხილეთ