left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: ოპოზიციის ბოიკოტი სინამდვილეში არის პოლიტიკური აფერა, უპასუხისმგებლობა და საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ბოიკოტი სინამდვილეში პოლიტიკური აფერა, უპასუხისმგებლობა და საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა.

„ოპოზიციის ბოიკოტი სინამდვილეში არის პოლიტიკური აფერა, უპასუხისმგებლობა და საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა. საზოგადოებამ, და განსაკუთრებით მათმა მხარდამჭერებმა, უნდა იცოდნენ – ესენი ბოიკოტს მხოლოდ იმიტომ აცხადებენ, რომ ეზარებათ, არ უნდათ საპარლამენტო საქმიანობის განხორციელება, მაგრამ პარალელურად, უნდათ, რომ აიღონ ხელფასები. ამიტომ, ეს არის მათი ალიბი ხელფასების ასაღებად. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულების გამო ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში მათმა ამომრჩეველმაც კი დაადოს პოლიტიკური სანქცია“, – მიიჩნევს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

ასევე იხილეთ