left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: NATO-ს სამიტზე საქართველოს მიწვევა აქვს, შემადგენლობასთან დაკავშირებით მსჯელობა ექნება მთავრობას – ძალიან უხერხულია საპარლამენტო ტრიბუნიდან შემადგენლობაზე და პერსონებზე ვილაპარაკო

ძალიან უხერხული იქნება საპარლამენტო ტრიბუნიდან შემადგენლობაზე და პერსონებზე ვილაპარაკო, მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოს მიწვევა აქვს, შემადგენლობასთან დაკავშირებით მსჯელობა ექნება მთავრობას, ეს ჩვენი საქმე არ არის – არც პარლამერნტის და არც პარტიის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამ სამიტზე მონაწილეობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ საქართველო ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია და იმდენი წვლილი და იმხელა მონაწილეობა NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან, როგორც საქართველოს აქვს NATO-ს მისიებში მიღებული, არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს. ამას თუ დააფასებენ (ხშირ შემთხვევაში აფასებენ) არის ძალიან კარგი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ