top_leaderboard
left_sabechdi

სოფელ იგოეთში საჯარო სკოლის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

სოფელ იგოეთში საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას  ადგილობრივი თვითმმართველობის და რესურსცენტრის ხელმძღვანელები, სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და სოფლის მცხოვრებნი ესწრებოდნენ.

სკოლა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით აშენდება, 120 მოსწავლეზეა გათვლილი.

სკოლაში ეწყობა საკლასო ოთახები,  ციფრული ტექნოლოგიების,  სამედიცინო, მანდატურის ოთახები,  სამასწავლებლო, სპორტული სივრცე და სხვა.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მსოფლიო ბანკის (რეკონსტრუქციებისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) მიერ ფინანსდება.

სკოლის მშენებლობას შპს „ჯი ბი ჯი“ განახორციელებს.

ასევე იხილეთ