left_sabechdi

გიორგი გამსახურდია ვალერი გელბახიანზე: არ ჰქონია ვალერის გადმოსახედიდან სანდრო გირგვლიანს სიცოცხლის უფლება. რას იზამ. თუმცაღა, რა ვალერი, აგერ ლიაკაც ეგრე ფიქრობს, მისი პოზიციებიდან ნათლად ჩანს წლებია

გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებას ეხმიანება:

„თუ ვინმე იცნობს ვალერის საქართველოში ყველაზე მეტი ხანი და კარგად, აშკარად ერთ-ერთი მე ვარ. ჯერ ასლანის პერიოდიდან, როდესაც ასლანთან იყო. დიდი ოღროჩოღრო პოლიტიკური გზა გაიარა, გზად ბადრი და ა.შ. არ უნდა დაეცე კაცი ასე და ამგვარად, ეს სიტყვათა წყობა რომ წამოვიდეს შენი პირიდან. არ დაგვავიწყდეს ასევე მისი პროფესია, იურისტი გახლავთ ეს კაცი. გარდა ბევრი ადამიანური მომენტისა, პროფესიული უდიდესი შეცდომაა და მიუღებელი, შეუფერებელი საქციელი იურისტისთვის. სანდრო ჩვენი უახლოესი მეგობარი იყო, გუშინდელივით მახსოვს, მე, ლევან მათითაშვილმა და ბუტა ჯორბენაძემ ხევში ჩაგდებული რომ აღმოვაჩინეთ, სხვა ადამიანებთან ერთად. არ ჰქონია ვალერის გადმოსახედიდან სანდროს სიცოცხლის უფლება. რას იზამ. თუმცაღა, რა ვალერი, აგერ ლიაკაც ეგრე ფიქრობს, მისი პოზიციებიდან ნათლად ჩანს წლებია“, – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ