left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: როგორ შეიძლება, რეიტინგების მიხედვით წამყვან ქვეყნებში ვიყოთ, მაგრამ ვიღაცებმა მაინც მოახერხონ პიარი, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით უკან მიდის

„ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ თუკი რაიმე სფერო შეიძლება არსებობდეს, რომელთან დაკავშირებითაც ობიექტური კვლევა შეიძლება ჩატარდეს, ყველაფერში მოწინავე პოზიციაზე ვართ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ყველა რეიტინგი იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მიმართულებით მოწინავე პოზიციაზე ვართ.

„ამის მიუხედავად, ვიღაცები გვეუბნებიან, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა. ყველა რეიტინგი იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მიმართულებით ვართ მოწინავე პოზიციაზე, ოღონდ შემდეგ ზეპირსიტყვიერად ისმის კრიტიკა, რომ დემოკრატიული უკუსვლაა. როგორ შეიძლება რეიტინგების მიხედვით წამყვან ქვეყნებში ვიყოთ, მაგრამ ვიღაცებმა მაინც მოახერხონ პიარი იმის თაობაზე, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით უკან მიდის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ