leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ყოველდღე ვრცელდება ობიექტური რეიტინგები, სადაც დემოკრატიის ყველა პარამეტრის მიხედვით საქართველო წინ მიიწევს – წარმოუდგენელია, რომ დაბრალებული ამბის გამო ქვეყნის სანქცირება მოხდეს

„იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელი ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ისევე, როგორც „ნაცები“ ექცეოდნენ თავის დროზე საქართველოს მოქალაქეებს, ისე არ მოექცევიან ჩვენს მოქალაქეებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

„ისინიც ამას აკეთებდნენ – უდანაშაულო ადამიანებს დანაშაულს აბრალებდნენ და სჯიდნენ. დღეს თუ იგივე განმეორდა, ანუ ევროკავშირის ბიუროკრატიამ თუ საქართველოს ხელისუფლებას რაღაცები არასწორად დააბრალა, მათ შორის ამ კანონის რუსულობა, შემდეგ შეიძლება სანქციები ჩვეულებრივი ამბავი გახდეს. დაბრალებაშია პრობლემა და არა სანქციებში. ნაცებიც ამას აკეთებდნენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კითხვაზე – რატომ ვერ დაარწმუნეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ ეს კანონი რუსული არ არის? მდინარაძე ასე პასუხობს:

„რატომ ვერ დავარწმუნეთ? იმიტომ, რომ თქვენ ასეთი კითხვა დაგესვათ და იმიტომ, რომ რაღაც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი შემორჩენოდა ისედაც ჩამოშლილ ოპოზიციას. ვერ არა, არ დარწმუნდნენ. წარმოუდგენელია, რომ ბრალი დაედოს საქართველოს იმაში, რაც არ ჩაუდენია. ყოველდღე ვრცელდება ობიექტური რეიტინგები, სადაც დემოკრატიის ყველა პარამეტრის მიხედვით საქართველო წინ მიიწევს და ამ დროს დაბრალებული ამბის მიხედვით, საქართველო უკან მიდის. წარმოუდგენელია, რომ დაბრალებული ამბის გამო ჩვენი ქვეყნის სანქცირება მოხდეს. „ნაცები“ მეტს კი არაფერს აკეთებდნენ. ერთი პერიოდი ვიზალიბერალიზაციაზე ლაპარაკობდნენ. ახლა შეწყვიტეს ამაზე საუბარი, რადგან მიხვდნენ, რომ პიარულად არ ჯდებოდა. გუშინ ამბობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი ხალხს მიენიჭა, ახლა ხალხის დასჯა აღარ გამოდიოდა და მაღალჩინოსნები დავსაჯოთო. თუ დააბრალებ, დასჯი კიდეც. ამას აკეთებდნენ „ნაცები“. ზუსტად იგივე სტილში ჩვენ არ ველოდებით საქართველოს ან რომელიმე მაღალჩინოსნის დასჯას“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ