left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ყველას ვურჩევ, ინდივიდუალური სანქციების ძიებაზე მეტად, თავიანთი პრობლემები ეძებონ

“ყველას ვურჩევ, რომ ამ კოშმარულ სიზმრებს თავი დაანებონ – ინდივიდუალური სანქციების ძიებაზე მეტად, თავიანთი პრობლემები ეძებონ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უმრავლესობის დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი დაასანქცირა.

„ჩვენი პოზიცია ყველამ კარგად იცის. ორი თვეა, თუ არ ვცდები, მიდის ეს იწილო-ბიწილო ინდივიდუალურ სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით, რომ რა თქმა უნდა, თუ ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ეხება საქმე, მირჩევნია ეროვნულო დროშით ვიარო ჩემს ქვეყანაში, ვიდრე ლგბტ დროშით სხვა ქვეყანაში,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ასევე იხილეთ