„შავი ფულით ვეღარ დაფინანსდება პარტიული აქტივობები იმიტომ, რომ საქართველოში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მუშაობს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, სწორედ იმას ემსახურებოდა გამჭვირვალობის კანონის გარუსულება, რომ რეალურად პარტიული აქტივობები დაფინანსებულიყო და ეს სქემები არ გაშიფრულიყო.
„მათ უნდათ, რომ აფინანსონ სხვადასხვა პროექტი, მათ შორის ეს პროექტები ემსახურებოდეს პარტიულ აქტივობებს და არ გაიშიფროს. ამიტომ იკლავდნენ თავს იმისათვის, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ვერ მიეღო ჩვენს ქვეყანას. ამიტომ არის, რომ კანადა, საფრანგეთი იღებს დღეს ამ კანონებს, ე.წ. მიმდინარე ტრენდია, მაგრამ საქართველოში ის ხდება რუსული, მათი გადმოსახედიდან იმიტომ, რომ უნდა დაიმალოს დიდი ოდენობით შავი ფული და ამ შავი ფულით უნდა მოხდეს დაფინანსება. ამის დამალვას ვეღარ შეძლებენ იმიტომ, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოში მუშაობს“, – აღნიშნა მდინარაძემ.