left_sabechdi

მამუკა მდინარაძე „ისფედზე“: მათი მიზანია, ჩავარდნილი პროპაგანდისტული პროექტი „არა რუსულ კანონს“ გადაიქცეს არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების ახალ პროპაგანდად

„მათი მიზანია, ჩავარდნილი პროპაგანდისტული პროექტი „არა რუსულ კანონს“ გადაიქცეს არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების ახალ პროპაგანდად”, – ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე „ისფედის“ განცხადებას იმის შესახებ, რომ გამჭვირვალობის კანონი ორგანიზაციას არჩევნებზე დაკვირვებაში შეუშლის ხელს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, მომდევნო თვეების პროპაგანდა იქნება, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება.

„ეს იყო მიზანი აქამდეც, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დაეყენებინათ ეჭვქვეშ და ახლაც ეს არის მათი მიზანი. ამის შესახებ პირველი საუბრობს „ისფედი“, რომელიც არის მთავარი და უპრეცედენტო გამყალბებელი. მსოფლიოში არ ფიქსირდება სხვა შემთხვევა, რომ პარალელური ხმის დამთვლელი ორგანიზაცია აყალბებდეს არჩევნების მონაცემებს. 2020-ში ეს გააკეთა „ისფედმა“. ამაზე რეპუტაცია წამხდარი ორგანიზაცია არ არსებობს. ეს არის უბრალოდ სირცხვილი, როდესაც „ისფედი“ არჩევნების კანონიერებაზე წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე ლაპარაკობს“, – აცხადებს მდინარაძე.

ასევე იხილეთ