left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: რომელიმე ევროპული ქვეყანა ხომ არ იცით, რომელსაც აიძულებენ 2/3-ით მიიღოს საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილებები, მაშინ როდესაც პარტიული წარმომადგენლობა უმრავლესობაშია? საბოტაჟისთვის მოაწყვეთ კომისიაო, რატომ გვეუბნებიან?

„რომელიმე ევროპული ქვეყანა ხომ არ იცით, რომელსაც აიძულებენ რომ 2/3-ით მიიღოს საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილებები, სადაც პარტიული წარმომადგენლობა თავის მხრივ უმრავლესობაშია. რატომ ხდება, რომ მაინც და მაინც ამას საქართველოს აიძულებენ? ანუ, საბოტაჟისთვის მოაწყვეთ ქვეყნის საარჩევნო კომისია – ამას რატომ გვეუბნებიან?”, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხებოდა.

„საქართველოს დაჰბრალდა, რომ რაღაც ისეთი კანონი მიიღო. ამ დაბრალებაშია პრობლემა. შესაბამისად, თუ გვეუბნებიან, რომ ჩვენ პარტიებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ მოაწყონ საბოტაჟი არჩევნებს, თორემ დემოკრატიული უკუსვლაა, ეს არასამართლიანი დაბრალებაა. მითხარით მსოფლიოში ერთი ქვეყანა, სადაც ერთი ხმაა გადამწყვეტი, ან კოლექტიური ორგანო ანალოგიური სიტუაციებში უმრავლესობით არ იღებს გადაწყვეტილებებს. რატომ უნდა გააკეთოს საქართველომ ყოველთვის ის, რასაც არავინ არ აკეთებს, ან საქართველომ რატომ არ უნდა გააკეთოს ის, რასაც აკეთებენ ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა და ა.შ. ეს მიდგომა საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი და არასამართლიანია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ