top_leaderboard
left_sabechdi

ანდრეა სტრამაჩიონი მამარდაშვილზე: ის, რაც მან ჩეხეთის წინააღმდეგ გააკეთა, არცერთ ფიზიკურ კანონში არ ზის

ცნობილმა იტალიურმა სპორტულმა გამოცემა “La Gazzetta dello Sport”-მა, მილანის “ინტერისა” და “უდინეზეს” ყოფილი თავკაცი – ანდრეა სტრამაჩიონი ჩაწერა, რომელიც ამჟამად, ევროპის ჩემპიონატზე იტალიური კლუბებისთვის სკაუტად მუშაობს.

ანდრეა სტრამაჩიონიმ საკუთარი სიმპატიები ვერ დამალა ქართველი მეკარის – გიორგი მამარდაშვილის მიმართ, რომელსაც ჩეხეთის წინააღმდეგ საოცარი მატჩი ჰქონდა და თავი 11 მოგერიებული ბურთით გამოიჩინა.

„რომელ ფეხბურთელებს ვურჩევდი იტალიურ კლუბებს?! – მოდით, დავიწყოთ მეკარით და უნდა ვთქვა, რომ პირველ რიგში ფეხბურთელი, რომელსაც იტალიურ კლუბებს ვურჩევ – გიორგი მამარდაშვილია. ის განსაკუთრებულად თავდაჯერებულია. თამაშობს ლა ლიგაში, კერძოდ კი ვალენსიაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის აუცილებლად უმაღლესი დონის კლუბში ითამაშებს. ის, რაც მან ჩეხეთის წინააღმდეგ გააკეთა, არცერთ ფიზიკურ კანონში არ ზის. მოვუწოდებ იტალიურ კლუბებს, თვალი დაადგან ამ ბიჭს…”
– ანდრეა სტრამაჩიონი.

ანდრეა სტრამაჩიონი იტალიელი მწვრთნელია, რომელსაც „ინტერში”, „უდინეზეში”, „რომაში”, „სპარტა პრაღასა” და „პანათინაიკოსში” უმუშავია.

ყველაზე მეტი თამაში მან “ინტერში” ჩაატარა, როდესაც კლუბი 2012/2013 წლების სეზონში გაიყვანა. მან ჯამში 90 მატჩის განმავლობაში შეძლო მილანური გრანდის მთავარი მწვრთნელობა.

ასევე იხილეთ